Home » საზოგადოება » შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საძიებო ტენდერი გამოცხადდა

შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საძიებო ტენდერი გამოცხადდა

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად მეორე და მესამე სალიცენზიო ბლოკზე.

საუბარია შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებაზე, სადაც ამ დროისათვის არცერთი კომპანია არ მუშაობს.

სააგენტოს ცნობით, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 აპრილი. განაცხადებიც 20 აპრილს, 18:00 საათზე გაიხსნება.

Share