Home » მსოფლიო » ყირგიზეთში ვლადიმერ პუტინის ქანდაკება დადგეს

ყირგიზეთში ვლადიმერ პუტინის ქანდაკება დადგეს

ყირგიზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქანდაკება დადგეს. ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სათხილამურო კურორტზე, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ვლადიმერ პუტინის 2.5-მეტრიანი ქანდაკება დადგეს.

კურორტის დირექტორის, ახბარ როზიევის თქმით, ისინი წლების განმავლობაში ცდილობდნენ სათხილამურო კურორტის განვითარებას, თუმცა არასაკმარისი რესურსების გამო ეს ვერ ხერხდებოდა.

2014 წელს ვლადიმერ პუტინის ინიციატივით რუსეთმა მათ 1.2 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც კურორტის კეთილმოწყობას მოხმარდა. როზიევის თქმით, ამ ნაბიჯით მათ სურთ რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადონ.

ipn.ge

Share