Home » საზოგადოება » ყირგიზეთში, გზების მშენებელი ჩინური „სინოჰიდრო“, რომელიც საქართველოში ავტომაგისტრალს აშენებს, უკანონო ნაგავსაყრელების მოწყობაში დაადანაშაულეს
ყირგიზეთში, გზების მშენებელი ჩინური „სინოჰიდრო“, რომელიც საქართველოში ავტომაგისტრალს აშენებს, უკანონო ნაგავსაყრელების მოწყობაში დაადანაშაულეს

ყირგიზეთში, გზების მშენებელი ჩინური „სინოჰიდრო“, რომელიც საქართველოში ავტომაგისტრალს აშენებს, უკანონო ნაგავსაყრელების მოწყობაში დაადანაშაულეს

ნარინსკის რაიონის მოსახლეობა ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“, რომელიც ყირგიზეთში მაგისტრალურ გზას აშენებს, უკანონო ნაგავსაყრელების მოწყობასი ადანაშაულებს.

ცნობისათვის, „სინოჰიდრომ“ საქართველოში ცენტრალური ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი ააშენა და დღესაც აშენებს.

ადგილობრივი მცხოვრებლები უკმაყოფილოები არიან ჩინური კომპანიის მუშაობის ხარისხით. ბიშკეკი-ნარინი-ტორუგარის გზის მონაკვეთზე ჩინელებმა ნაგავსაყრელები მოაწყვეს.

კომპანია „კოპრი-სინოჰიდროს“ ყირგიზეთის მთავრობამ  მშენებლებს სოფელ ემგეკჩილში ასფალტის წარმოებისთვის და ქვის კარიერებისთვის 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოუყო. ჩინურმა კომპანიამ ნაგავსაყრელები გამოყოფილი ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში, ხევებსა და მინდვრებზე მოაწყო.

მოსახლეობამ ხელისუფლებისგან მოითხოვა ჩინელი მშენებლების მიერ შექმნილი პრობლემებისთვის მიეხედა და გაამკაცროს კონტროლი ავტომაგისტრალის ხარისხსა და მშენებლობის სტანდარტების დაცვაზე.

Share