Home » მსოფლიო » “ყველაფერი როგორ გარკვევითაა გაწერილი” – რა მიიღო ჩინეთმა ბოლო 3 თვის განმავლობაში

“ყველაფერი როგორ გარკვევითაა გაწერილი” – რა მიიღო ჩინეთმა ბოლო 3 თვის განმავლობაში

“ყველაფერი როგორ გარკვევითაა გაწერილი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელის მომხმარებელი, კონსტანტინ იაკიმოვი, ფეისბუქზე წერს და იქვე მოჰყავს არგუმენტები თავისი მსჯელობის სასარგებლოდ და გვთავაზობს სიას იმის შესახებ, თუ რა მიიღო ჩინეთმა ბოლო 3 თვის განმავლობაში.

“ყველაფერი როგორ გარკვევითაა გაწერილი!!!

მათთვის, ვინც ჯერ ვერ გაიგო რა ხდება.

რა მიიღო ჩინეთმა ბოლო სამი თვის განმავლობაში:

  1. ჩინეთი ეფექტურად მოემზადა ახალი, ბიოლოგიური ომისთვის – მათ ჩაატარეს საველე სამუშაოები და მსოფლიოს დაანახეს მასტერკლასი და ბიოლოგიური ომის არაეფექტურობა მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
  2. ჩაატარეს მოსახლეობის აღწერა. სწრაფად და ეფექტურად.
  3. გაამკაცრეს ციფრული დიქტატურა. სოციალური და სხვა საკომუნიკაციო არხების კონტროლი.
  4. შექმნეს სისტემა, რომლითაც სწრაფად ადგენენ ინდივიდის სოციალურ აქტივობას – სად იყო, ვისთან ერთად.
  5. გამოავლინეს ყველა არალეგალი და გაუშვეს ქვეყნიდან.
  6. რბილი ძალით გააძევეს ქვეყნიდან უამრავი უცხოელი, ისინი თავად მიისწრაფვოდნენ ქვეყნის დატოვებისკენ, დარჩენილების იდენტიფიცირება და კონტროლ ქვეშ აყვანა მოხერხდა.
  7. შეიუშავეს მთელი ქვეყნის მასობრივი და მკვეთრი ბლოკირების მექანიზმი.
  8. აჩვენეს მთელ მსოლფიოს თუ რა შეუძლია ჩინეთს – 1.5 მილიარდი ოდენობის ადამიანის გაკარანტინება, მათზე ნიღბების გაკეთება და ასევე, უზარმაზარი საავადმყოფოების სწრაფ ტემპებში აშენება.
  9. მთელ ქვეყანას ასწავლეს, თუ როგორ დაიცვან ჰიგიენა.
  10. მიიღეს კანონი, რომელიც ისეთი ცხოველების ჭამას კრძალავს, რომელიცთაც გამოკვება ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში მიღებული ნორმა იყო.
  11. აჩვენეს მსოფლიოს, თუ რამდენად არიან დამოკიდებულები ისინი ჩინეთზე.
  12. გაყინეს წარმოების ქსელები მთელი მსოფლიოსთვის, რამაც გლობალური კრიზისი გამოიწვია.
  13. პოლიციასა და შესაბამისი რეაგირების უწყებებში წარმატებით დანერგეს დრონების და თვითმართვადი მოწყობილობების გამოყენება.
  14. შეიმუშავეს მასობრივი თერმული ვიზუალიზაციის სისტემები.
  15. ვიდეოამომცნობის ალგორითმები განაახლეს, რომელიც ართულებდა ნიღბიანი ადამიანების იდენტიფიცირებას. ახლა, ადამიანის სიარულის მანერითაც ამოცნობა ისწავლება.
  16. მასიურად და ოპერატიულად იქმნება სისტემები, რომელიც პროდუქციის ავტომატურად მიტანას გულისხმობს.
  17. შემუშავებულია ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკის სისტემა.
  18. შეაჩერეს პროტესტი ჰონგ კონგში და იქ გაიზარდა ჩინეთის მთავრობის გავლენა.
  19. და მთავარი – როცა სამყარო კრიზისულ პერიოდშია შესული, ჩინელები ამ კრიზისიდან უკვე გამოვიდნენ და:

– ყიდულობენ აქციებს იაფად;

– ფინანსურად დახმარების მზაობას გამოთქვამეს სუსტ სახელმწიფოებზე, რათა გააძლიერონ იქ მათი გავლენა;

– თამაშობენ ნავთობის შემცირებული ფასების საერთაშორისო ბაზარზე;

– შექმნიან ახალ ალიანსებს და კავშირებს”, – წერს კონსტანტინ იაკიმოვი.

გიორგი არაბული

Как четко все расписано !!!Для тех, кто ещё не понял, что происходит.Что получил Китай за три последних месяца:1….

Gepostet von Константин Якимов am Sonntag, 22. März 2020
Share