Home » საზოგადოება » ყაზახეთში ქართული მანდარინის პარტია გაანადგურეს

ყაზახეთში ქართული მანდარინის პარტია გაანადგურეს

ყაზახეთში, კერძოდ, ქალაქ ნურ-სულთანში საქართველოდან ექსპორტირებული, ათას 210 კილოგრამი ინფიცირებული მანდარინი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


განცხადების მიხედვით, ნურ-სულთანში ფიტოსანიტარული კონტროლის დროს, კარანტინის ინსპექციამ საქართველოდან იმპორტირებული მანდარინის დიდი ტვირთი გამოავლინა, რომელიც ჭიით იყო დაავადებული.


მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმე აღიძრა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროდუქტის მფლობელ ბიზნეს-სუბიექტს ჯარიმა დაეკისრება.


აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოში მანდარინის მოსავალმა 50 ათას ტონაზე მეტ შეადგინა. ამასთან, 2019 წლის სექტემბრიდან, 2020 წლის იანვრის ნახევრის ჩათვლით, 31 ათასი ტონის, ანუ მოსავლის 62%-ის ექსპორტირება მოხდა.

palitranews

Share