Home » საზოგადოება » ღამის მერიისთვის გამოყოფილი 215 ათასიდან 121 ათასი ღამის მერმა აიღო

ღამის მერიისთვის გამოყოფილი 215 ათასიდან 121 ათასი ღამის მერმა აიღო

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2018-2019 წლებში ღამის მერიისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 215 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 121 140 ლარი ღამის მერმა, სერგი გვარჯალაძემ მიიღო.

გვარჯალაძის ხელფასი თვეში დაახლოებით 5 200 ლარია.

2018 წელს გვარჯალაძემ ბიუჯეტიდან 51 460 ლარი აიღო, ხოლო 2019 წელს 69 680 ლარი.

სერგი გვარჯალაძის ანაზღაურების გარდა, ღამის მერიის თანამშრომლების ანაზღაურება გასული ორი წლის მანძილზე 94 ათასი ლარი დაჯდა. 2018 წელს ღამის მერიაში სამი ადამიანი მუშაობდა, 2019 წელს კი კიდევ ერთი დაემატა.

ფლანგვის დეტექტორი ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზეც წერს.

“ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში ჩატარებულია რამდენიმე ღონისძიება:

ქუჩის მუსიკის ფესტივალი
ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი
Newon ფესტივალი
Night Lab – ვორქშოფი “ხმაურის იზოლაცია” 07.2019 – აკუსტიკური დანაგვიანების პრობლემის აღმოსაფხვრელად, ბარ-რესტორნების/კაფეების მფლობელებისა და დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა ვორქშოფი.
Night Lab – ტრენინგები ციფრულ მარკეტინგში 08.2019 – ბიზნეს აქსელერატორ “სპარკთან” თანამშრომლობით, ტურიზმის, კვების ობიექტების, გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა უფასო ორდღიანი ტრენინგები ციფრულ მედია-მარკეტინგში. მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეგოთ, თუ როგორ მუშაობს ციფრული მედია-მარკეტინგი და ასევე ესწავლათ სოციალური მედიის მიზნობრივად გამოყენება.

აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ ამ ღონისძიებაზე საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა.

მისი მუშაობის შეჯამებისას სერგი გვარჯალაძე ძირითადად მიღწევებად ღამის საათებში 222 ნომერი ავტობუსის დანიშვნასა და ხმაურის რეგულირების მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებს, თუმცა გაუგებარია “ღამის ეკონომიკის” განვითარების სტრატეგიის უქონლობის პირობებში რამდენად გამართლებულია ამ რაოდენობის საბიუჯეტი ხარჯი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე და მართლაც არის თუ არა 222 ნომერი ავტობუსის დანიშვნა იმ მასშტაბის მიღწევა თბილისის “ღამის ეკონომიკისთვის”, რომელშიც მოსახლეობამ 175,000 ლარი გადაუხადა თბილისის “ღამის მერს” და მასთან დასაქმებულ 4-5 ადამიანს.

თბილისის მერი კახა კალაძე კითხვაზე, რა გაკეთდა “ღამის ეკონომიკის” ფარგლებში, პასუხობს – “ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ, ხედავთ, როგორ რეჟიმში მუშაობს დედაქალაქის მერია და ვფიქრობ ამაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს”, – წერია ფლანგვის დეტექტორის გვერდზე, სადაც წყაროებიცაა მითითებული:

ღონისძიებების ჩამონათვალი – https://ru.scribd.com/document/428717667/%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-2?fbclid=IwAR3D1ObqHSAcAKcub40zmfyZ8VnWNk7v_2FbefwNxUMLjgJSe26auvFmcZM

 სახელფასო ანაზღაურება – https://ru.scribd.com/document/428718764/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9B?fbclid=IwAR1HPZdya94UXwytujbBTPKPh6HGewWshb5Yh88P1zdtSJdl4QD4B1IOymw

მთავარი მიღწევა https://www.interpressnews.ge/…/551962-gamis-ekonomika…/

მეორედ ჩაშლილი ტენდერი http://www.tabula.ge/…/153392-tbilisis-ghamis…

ფლანგვის დეტექტორი ჩაშლილ ტენდერზე ამახვილებს ყურადღებას:

“ღამის ეკონომიკის საკვლევად გამოცხადებული ტენდერი მეორედ ჩაიშალა. თბილისის მერია 135,000 ლარის დახარჯვას აპირებდა იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის კვლევის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა მოემზადებინათ.

თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გასული წლის სექტემბერშიც გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 172,616 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა.

გამოცემა კომერსანტთან საუბრისას, 2019 წლის დეკემბერში სერგი გვარაჯლაძემ განაცხადა, რომ ამ კვლევის შესყიდვაზე ტენდერი საერთოდ აღარ გამოცხადდება და ღამის მერია თავად მოამზადებდა შესაბამისს სახელმძღვანელო დოკუმენტს წლის ბოლომდე, თუმცა აღნიშნული დოკუმენტის შედგენა 2019 წლის ბოლომდე არ მომხდარა და 2020 წლის 15 იანვარს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ “ბიემჯი”-თან საუბრისას განაცხადა, რომ ამ დოკუნტის შედგენაზე ისევ მუშაობს თბილისის ღამის მერია.

4 მარტს იგივე გამოცემასთან საუბრისას თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა, რომ ღამის მერია ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციას 2 კვირაში წარუდგენს მოსახლეობას.

იმ პირობებში, როდესაც ქალაქს არ აქვს ღამის ეკონომიკის განვითარების გეგმა და სტრატეგია, თვეში 5,200 ლარი იხარჯება ე.წ “თბილისის ღამის მერის” სერგი გვარჯალაძის სახელფასო ანაზღაურებაზე, რომელმაც ბოლო ორ წელში შრომის ანაზღაურების სახით 121,140 ლარი მიიღო. ( 2018- 51,460; 2019 – 69,680)

2018 წლის მარტიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით თბილისის ე.წ “ღამის მერიაში” დასაქმებულ თანამშრომლებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურება, სერგი გვარჯალაძის ხელფასის გამოკლებით 94,000 ლარს შეადგენს. ამ თანხას 2018 წელს 3 ადამიანი ინაწილებდა, 2019 წლიდან კი 4 ადამიანი.
საბოლოო ჯამში თბილისის ღამის მერიის შენახვა 2018-19 წელს თბილისის ბიუჯეტს 215,000 ლარი დაუჯდა”, – წერა ფლანგვის დეტექტორის გვერდზე.

Share