Home » ეკონომიკა » ქუთაისში პლასტმასას გადამამუშავებელი 2 საწარმო შენდება

ქუთაისში პლასტმასას გადამამუშავებელი 2 საწარმო შენდება

ქუთაისში, „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, პლასტმასას გადამამუშავებელი 2 საწარმოს მშენებლობა დაიწყო. ინვესტიციის ღირებულება, ჯამში, $3 800 000-ია. ქარხნებში წარმოებული პლასტმასას გრანულები, ძირითადად, საექსპორტო დანიშნულებისაა.

„პირველ ეტაპზე, კომპანიები პლასტმასას საწარმოებლად საჭირო ნედლეულის უცხოეთიდან იმპორტს განახორციელებენ, მეორე ეტაპი კი მიზნად ისახავს ადგილობრივი პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას და იმპორტის ქართულ ბაზარზე არსებული ნედლეულით სრულად ჩანაცვლებას. საწარმოები 270 ადამიანის დასაქმებას შეძლებენ“,- ნათქვამია „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განცხადებაში.

Share