Home » ახალი ამბები » ქობულეთში, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება

ქობულეთში, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება

ქობულეთში, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

2020 წლის ტურისტულ სეზონს ქალაქი განახლებული, მოწესერიგებული და კეთილმოწყობილი ბულვარით შეხვდება. 850 მეტრიანი მონაკვეთი ნაწილი უკვე დასრულებულია.

ეწყობა ახალი სასეირნო, მოსასვენებელი, გასართობი კუთხეები. სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა.


პროექტით შენარჩუნდა მრავალწლოვანი ნარგავები. განახლებული სანაპირო ზოლი უფრო მეტ მწვანე სივრცეს და ჯანსაღ გარემოს გულისხმობს.

Share