Home » ეკონომიკა » „ქვეყნიდან გაგვაქვს მოპოვებული წიაღისეული, შემდგომ კი მზა პროდუქციის სახით მას სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობთ“

„ქვეყნიდან გაგვაქვს მოპოვებული წიაღისეული, შემდგომ კი მზა პროდუქციის სახით მას სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობთ“

„ქვეყნიდან გაგვაქვს მოპოვებული წიაღისეული, შემდგომ კი მზა პროდუქციის სახით მას სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობთ“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას”, ვიცეპრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე აცხადებს.

მისივე თქმით, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაცემის პარალელურად საწარმოების მშენებლობაც თუ არ დაიწყო, ეკონომიკას ვერ განვავითარებთ.

„წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაცემის პარალელურად საწარმოების მშენებლობაც თუ არ დაიწყო, ეკონომიკას ვერ განვავითარებთ.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკმაოდ საინტერესო საკითხი გააჟღერა – პროექტის ”100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში წიაღისეულის ათვისების მიზნით ასი პარალელური, სალიცენზიო აუქციონი გამოცხადდება. ფაქტია, რომ საქართველო ბუნებრივი წიაღისეულით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა და სასარგებლო წიაღისეული ჩვენი მიწაში დაფლული სიმდიდრეა, რომელსაც ფაქტობრივად ვერ ვიყენებთ. და თუკი, ბიზნესის მხრიდან შესაბამისი დაინტერესება იქნება, ეს მიმართულება მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის განვითარებას.

თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია ერთი კონკრეტული საკითხი – წიაღისეულის მოპოვების პარალელურად, ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას მისი გადამამუშავებელი საწარმოები. სხვაგვარად კვლავ ერთ წრეზე ბრუნვა მოგვიწევს – მოპოვებული ნედლელული გავა ქვეყნიდან ექსპორტის სახით, ხოლო მისგან შექმნილი მზა პროდუქციის შეძენა სხვა ქვეყნებიდან მოგვიწევს.

სწორედ ასეთ სიტუაციაში ვართ დღეს. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მსხვილ საექსპორტო ჯგუფში მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 651 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.3 პროცენტი), ხოლო იქვე იმპორტის მაჩვენებელს თუ ჩავხედავთ უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში უკვე მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 603 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი). ანუ, ადგილობრივი წარმოების არარსებობის გამო, ქვეყნიდან გაგვაქვს მოპოვებული წიაღისეული, ხოლო მზა პროდუქციის სახით შემდეგ მას სხვა ქვეყნებიდან უკან ვყიდულობთ“, – ავხადებს აფბას ვიცეპრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება და მის ფარგლებში ახალი კომპონენტი იწყება – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონი.

Share