Home » ეკონომიკა » ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

„საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთით იმპორტის 22%-ს ვანაცვლებთ,“ – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ.

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-საც გადააჭარბებს.

„წლების წინ, როცა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ზეთისხილის ბიზნესი. პროდუქტის 100% იმპორტირებული იყო. ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს,“ – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

მისი ინფორმაციით, კომპანია უახლოეს პერიოდში ზეთისხილს 200-მდე ფერმერისგან ჩაიბარებს.

„ყოველ წელს იზრდება იმ ფერმერების რაოდენობა, ვისგანაც ზეთისხილს ვიბარებთ. რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია 500 კგ-ისაც და 8-10 ტონის ჩაბარება. ნებისმიერი მოცულობის შემთხვევაში თანახმა ვართ, პროდუქტი მივიღოთ,“ – განაცხადა გიორგი სვანიძემ.

„ბიზნესპარტნიორი“

Share