Home » ბიზნესი » ქართული წარმოების პირბადეები PSP-ში 0%-იანი მოგებით გაიყიდება

ქართული წარმოების პირბადეები PSP-ში 0%-იანი მოგებით გაიყიდება

ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების დოლბანდის პირბადეები PSP-ს ქსელში 0% მოგებით გაიყიდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქცია დღეიდან თბილისის სააფთიაქო ქსელში, ეტაპობრივად კი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და პროგრამა აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით საქართველოში მრავალშრიანი ნიღბები დამზადა, რომლებიც დღეიდან უკვე PSP-ს ქსელში მომხამრებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. თითეული ნიღაბი 0%-იანი მოგებით, ანუ თვითღირებულებით გაიყიდება.”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Share