Home » ბიზნესი » ქართული საწარმო, რომელიც Tommy Hilfiger-ის, Zara-ს და H&M-ის ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა

ქართული საწარმო, რომელიც Tommy Hilfiger-ის, Zara-ს და H&M-ის ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა

ქართული საწარმო MGMTex გაკოტრდა. საწარმოს გაკოტრების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში უკვე აისახა.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების დაწყება. სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დასახელება: შპს ემჯიემტექსს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე“, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საწარმო ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისთვის კერავდა ტანსაცმელს, როგორებიცაა H&M, Mango, Zara, Tommy Hilfiger, Marks&Spencer და სხვები.

Share