Home » საზოგადოება » “ქართული ოცნება“ 26 %, „ნაციონალური მოძრაობა“ -15% – IRI-ის კვლევის წინასწარი შედეგები
“ქართული ოცნება“ 26 %, „ნაციონალური მოძრაობა“ -15% - IRI-ის კვლევის წინასწარი შედეგები

“ქართული ოცნება“ 26 %, „ნაციონალური მოძრაობა“ -15% – IRI-ის კვლევის წინასწარი შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი ცნობილია. როგორც ”ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, კითხვაზე – ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება“ 26 %, „ნაციონალური მოძრაობა“ -15%, „ევროპული საქართველო“ – 7%, „ლეიბორისტული პარტია“ – 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%, არცერთი – 15%, არ მაქვს პასუხი 20 %.
პოლიტიკოსთა რეიტინგში პრეზიდენტი მარგველაშვილი ლიდერობს 67%-ით. მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა (65%), პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 55%-ით კი მესამე ადგილზეა.

გამოკითხვის შედეგები 3 აპრილს გამოქვეყნდება.
Share