Home » საზოგადოება » „ფულადი გზავნილების ზრდა ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას და უფრო მყარ ლარს ნიშნავს“

„ფულადი გზავნილების ზრდა ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას და უფრო მყარ ლარს ნიშნავს“

„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა.

ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ივნისში ფულადი გზავნილების კლება უკვე ზრდით შეიცვალა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.8%-ით გაიზარდა.

„რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, მაშინ, როდესაც აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, ხოლო მაისში კლების ტემპმა იკლო და 9.6% შეადგინა, ივნისში კლება უკვე ზრდით შეიცვალა და ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.8%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვების მატება“, – განმარტავს კობა გვენეტაძე.

Share