Home » ახალი ამბები » ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს.

დაგეგმილია 𝟏𝟒𝟓 კმ საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და 𝟐𝟖 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობა. პროექტის განხორციელება ქალაქ ფოთს წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს. გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოს დაბინძურების რისკები რეგიონში.


პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

Share