Home » ბიზნესი » ფოთში ავტომობილების კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

ფოთში ავტომობილების კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ევროპული სტანდარტების, ეკომეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

ქარხანაში ქართული და უცხოური ნედლეულის: ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან ჩამოისხმება სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში. პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება.

 პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მოსახლე, რომელთა რაოდენობაც 2021 წლისთვის 100 თანამშრომლამდე გაიზრდება. დასაქმებული პირები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.

მშენებლობის დასრულება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

Share