Home » მსოფლიო » ფაუჩი – ფრთხილ ოპტიმიზმს ვგრძნობთ, რომ ვაქცინა წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გვექნება

ფაუჩი – ფრთხილ ოპტიმიზმს ვგრძნობთ, რომ ვაქცინა წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გვექნება

ფრთხილ ოპტიმიზმს ვგრძნობთ, რომ კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გვექნება”, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სისწრაფის მიზნით უსაფრთხოების სტანდარტებისა და სამეცნიერო მთლიანობის დათმობა არ მოხდება.

ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი ფაზის ადრეული მონაცემები, რომელსაც Moderna და NIAID ავითარებენ, საკმაოდ ხელსაყრელია, თუმცა არის სხვა ვაქცინებიც.

“ხშირად მითქვამს და ისევ გავიმეორებ: უსაფრთხო და ქმედითი ვაქცინის მიღების გარანტია არასდროსაა, თუმცა ყველაფრიდან, რაც აქამდე ვიხილეთ, მათ შორის ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებიდან, ისევე, როგორც ადამიანთა გამოკვლევების ადრეული მონაცემებიდან გამომდინარე, ფრთხილ ოპტიმიზმს ვგრძნობთ იმის შესახებ, რომ ვაქცინა ამ წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გვექნება.

ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ეს ოცნებაა, მჯერა, რომ ეს რეალობაა”, – განაცხადა ფაუჩიმ.

Share