Home » მსოფლიო » „ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ“

„ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ“

ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ მზად, – ამის შესახებ აშშ-ის ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ „როიტერსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ვაქცინის მილიარდამდე დოზა იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ენტონი ფაუჩი იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მინიმუმ ერთი ვაქცინა აჩვენებს საკმარის შედეგს იმისთვის, რომ ოფიციალურად დაამტკიცონ.

„მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ წლის ბოლომდე გვექნება ვაქცინა, რომელიც საკმარისად ეფექტური აღმოჩნდება იმისთვის, რომ ოფიციალურად დაამტკიცონ, ”- აღნიშნა მან.

Share