Home » ბიზნესი » ”ფარმაგიდი” 15 თეთრიან პირბადეს 2.5 ლარად ყიდის

”ფარმაგიდი” 15 თეთრიან პირბადეს 2.5 ლარად ყიდის

საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურებისთანავე, მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო პირბადეების შესყიდვა აფთიაქებიდან, შესაბამისად ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა. არსებულ სიტუაციაში, არამხოლოდ გარკვეულმა ადამიანებმა დაიწყეს ხელის მოთბობა, არამედ თავად ფარმაცევტულმა კომპანიებმაც.

როგორც ამ კონკრეტული შემთხვევიდან ჩანს, აფთიაქების ქსელი ”ფარმაგიდი” ბოროტად სარგებლობს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით და პირბადეს, რომელიც კორონავირუსის გაჩენამდე 15 თეთრი ღირდა, ახლა 2.5 ლარად ყიდის. როგორც ჩანს, მიუხედავად პრემიერის მოწოდებისა, რომ არ მომდარიყო სხვადასხვა მნიშვნელოვან პროდუქციაზე ფასების დაუსაბუთებელი ზრდა, ”ფარმაგიდი” არც ამ მოწოდებას ითვალისწინებს და ვერც საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე.

ამის დასადასტურებლად, მასალას თან ვურთავთ აფთიაქში გადმოცემული სალაროც ჩეკის ფოტოს.

გიორგი კაპანაძე

Share