Home » მსოფლიო » უნგრეთმა კომპანია Monsanto-ს გენმოდიფიცირებული სიმინდის მიწები გაანადგურა
უნგრეთმა კომპანია Monsanto-ს გენმოდიფიცირებული სიმინდის მიწები გაანადგურა

უნგრეთმა კომპანია Monsanto-ს გენმოდიფიცირებული სიმინდის მიწები გაანადგურა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Monsanto-ს წინააღმდეგ უნგრეთმა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ეხება 1000 აკრი (მიწის ფართობის საზომი ერთეული. უდრის 4046.86 კვ.მ) მიწის ფართობზე გაშენებული გენმოდიფიცირებული სიმინდის განადგურებას. ეს განცხადება სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ლაიოშა ბოგნარმა გააკეთა. ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით უნგრეთი არის ქვეყანა, სადაც გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოყვანა აკრძალულია. ანალოგიური პოზიცია დაიჭირა პერუმ, რომელმაც 10 წლიანი აკრძალვა დააწესა გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებზე.

ლაიოშ ბოგნარის განცხადებით შემოწმებები გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, რომ მოვაჭრეები ვალდებულნი არიან დარწმუნდნენ, რომ მათი პროდუქცია არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ დანამატებს.

,,საქონლის თავისუფლად მოძრაობის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში იმას ნიშნავს, რომ მთავრობა არ დაიწყებს გამოძიებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხვდა გენმოდიფიცირებული თესლი უნგრეთში, მაგრამ ისინი შეამოწმებენ აბსოლუტურად ყველა პროდუქტს’’, -აცხადებს ლაიოშა ბოგნარი.

რეგიონული საზოგადოებრივი რადიოს ცნობით ამ პრობლემაში ფიგურირებს 2 უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია და არსებობდა იმის საშიშროება, რომ გენმოდიფიცირებული თესლი დათესილიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე ათას ჰექტარზე. ადგილობრივი ფერმერების უმრავლესობა ჩიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სწორედ ეხლა შეიტყვეს მათ პროდუქციაში გენმოდიფიცირებული თესლის არსებობის შესახებ.

უფრო სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით ის კომპანია, რომელიც გენმოდიფიცირებული თესლის გავრცელებით იყო დაკავებული, ამჟამად ლიკვიდაციის სტადიაში იმყოფება. იმ შემთხევევაში თუ საერთაშორისო კომპანიების მხრიდან საუბარი იქნება გარკვეული ოდენობის კომპენსაციაზე, აღსანიშნავია ისიც, რომ თანხა გადაეცემათ არა ფერმერებს, არამედ ამ კომპანიის კრედიტორებს. ამ კონკრეტული საქციელით უნგრეთი არამარტო ევროკავშირს, არამედ მთელს მსოფლიოს აჩვენებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ გენმოდიფიცირებული თესლის გავრცელების მიმართ.

 

ლევან ლაგვილავა

Share