Home » მსოფლიო » უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბელარუსსა და რუსეთს შორის შესაძლოა საომარი მოქმედებები დაიწყოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბელარუსსა და რუსეთს შორის შესაძლოა საომარი მოქმედებები დაიწყოს

„ბელარუსსა და რუსეთს შორის შესაძლებელია საომარი მოქმედებები დაიწყოს, რადგან მოსკოვი ბელარუსს თავისუფალ ქვეყნად დარჩენის საშუალებას არ მისცემს“ , – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რამდენიმე წლის წინ მე ბელარუს ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი და ვუთხარი, რომ თუ მათ მოუნდებათ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ისეთივე ომის, ტანჯვის და სირთულეების გადატანა მოუწევთ, როგორიც ჩვენ გავიარეთ. მაშინ მათ არ დამიჯერეს, მაგრამ ალბათ, ახლა ნაკლებად ეპარებათ ეჭვი“,-განაცხადა პრისტაიკომ.

ამასთან, პრისტაიკომ იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება.

„იმედი მაქვს, რომ მართალი არ აღმოვჩნდები. ბელარუსები მშვიდი და მომთმენი ხალხია. ჩვენც ასეთივე მომთმენი და მშვიდები ვიყავით – ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსები თქვენს მოკვლას არ დაიწყებენ. მერე თქვენც დაიწყებთ მათ მოკვლას, თუნდაც მოწინააღმდეგე თქვენზე ძლიერი იყოს. სხვა რაღა დაგრჩენია?“-დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Share