Home » საზოგადოება » უკრაინაში ერთიან საინვესტიციო ოფისს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს

უკრაინაში ერთიან საინვესტიციო ოფისს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში შეიქმნება ერთიანი საინვესტიციო ოფისი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.

„შემიძლია გაუწყოთ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბერში გავხსნით. ჩვენ იქ ბატონ ლევან ვარშალომიძეს დავნიშნავთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Share