Home » ფინანსები » ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 97%-ით შეუმცირდა

ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 97%-ით შეუმცირდა

საქართველო მესამე თვეა ტურიზმიდან შემოსავლებს კარგავს. აპრილში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანას ტურიზმიდან შემოსავლები 97%-ით შეუმცირდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, თითქმის სრულად, 95%-ზე მეტად არის შემცირებული ტურისტების შემოსვლაც, რაც საზღვრების დახურვამ განაპირობა. აპრილის მონაცემებით, მხოლოდ 8.5 მლნ ლარია მირებული. იანვარ-აპრილში კი სულ 436 მლნ-ია მიღებული შემოსავლების სახით.

ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 97%-ით შეუმცირდასაქართველო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნას 1 ივლისს გეგმავს. ტურისტების მიღება მკაცრად გაწერილი გაიდლაინებით მოხდება, მანამდე 15 ივნისს შიდა ტურიზმი გახდება დასაშვები.

Share