Home » მსოფლიო » ტრამპი სოციალურ მედიაპლატფორმებზე – ჩვენ მკაცრ რეგულირებას შემოვიღებთ ან საერთოდ დავხურავთ მათ

ტრამპი სოციალურ მედიაპლატფორმებზე – ჩვენ მკაცრ რეგულირებას შემოვიღებთ ან საერთოდ დავხურავთ მათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური მედიაპლატფორმების დახურვით ან რეგულირების გამკაცრებით იმუქრება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„რესპუბლიკელები“ გრძნობენ, რომ სოციალური მედიის პლატფორმები აჩუმებენ კონსერვატორების ხმებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და მკაცრ რეგულირებას შემოვიღებთ ან საერთოდ დავხურავთ მათ.

ჩვენ ვნახეთ, რის გაკეთებას შეეცადნენ ისინი 2016 წელს და არ გამოუვიდათ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ასეთი მცდელობა უფრო დახვეწილი ფორმით ისევ მოხდეს“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიკრობლოგში, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთი პოსტზე მინიშნება გააკეთა და ინფორმაციის გადამოწმება შესთავაზა.

Share