Home » მსოფლიო » ტრამპი საკუთარ ხელფასს ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს

ტრამპი საკუთარ ხელფასს ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვარტალში მის კუთვნილ ხელფასს „კოვიდ-19“-ის პრევენციისა და მკურნალობის ახალ მეთოდებზე მუშაობისთვის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხავს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენან​მა განაცხადა.

„ეს არის 100 000 დოლარის ოდენობის ჩეკი, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აიღებს და სამაგიეროდ, ის რამდენიმე კეთილშობილურ ინიციატივაზე გადანაწილდება, მათ შორის „კოვიდის“ ინიციატივებზე“, – განაცხადა პრესმდივანმა.

Share