Home » მსოფლიო » ტრამპი: მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ეკონომიკა შევქმენით, შემდეგ ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა

ტრამპი: მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ეკონომიკა შევქმენით, შემდეგ ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების წყარო ჩინეთი იყო. ამის შესახებ მან ოჰაიოს შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ეკონომიკა შევქმენით. შემდეგ ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა. გამოუშვა არაკომპეტენტურობის ან სხვა მიზეზის გამო. ეს ჭირი აშშ-ს, ევროპას და უამრავ სხვა სახელმწიფოში შეიჭრა. ამას არასდროს დავივიწყებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლებში დონალდ ტრამპი ხშირად აკისრებს პასუხისმგებლობას ჩინეთს კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთვის. თეთრი სახლი ოფიციალურ პეკინს ვირუსის წარმოშობისა და ინფექციის გავრცელების მასშტაბების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

Share