Home » მსოფლიო » ტრამპი: ზოგიერთმა გუბერნატორმა აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია, ვიდრე ეკლესიები

ტრამპი: ზოგიერთმა გუბერნატორმა აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია, ვიდრე ეკლესიები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სალოცავი ადგილები არსებითად მნიშვნელოვან ადგილებად გამოაცხადა და შტატის გუბერნატორებს მათი დაუყოვნებლივი გახსნისკენ მოუწოდა.

„დღეს სალოცავ ადგილებს, ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს არსებითად მნიშვნელოვან ადგილებად ვაცხადებ. ზოგიერთმა გუბერნატორმა ალკოჰოლური მაღაზიები და აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია, ვიდრე ეკლესიები და სალოცავი ადგილები. ეს არასწორია.

ამ უსამართლობას გამოვასწორებ. მოვუწოდებ გუბერნატორებს ახლავე გახსნან ეკლესიები და სალოცავი ადგილები“, – განაცხადა დონმალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ გუბერნატორები ეკლესიებსა და სალოცავ ადგილებს არ გახსნიან, ის თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს.

imedinwes.ge

Share