Home » მსოფლიო » ტრამპი: ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა

ტრამპი: ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ „აშშ მუდმივ კონკურენციაშია უამრავ ქვეყანასთან, მათ შორის ევროპასთან, რომელიც ამერიკას არასდროს ეპყრობოდა კარგად“.

„ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა. ევროკავშირი აშშ-ს თავისი ინტერესებისათვის იყენებს. მე ეს ვიცი, თუმცა სხვა პრეზიდენტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ამის შესახებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე დააზუსტა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს გულისხმობდა.

„ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები გვაქვს, უბრალოდ ცუდად გვეპყრობიან სავაჭრო საკითხებში. უსამართლოდ გვექცეოდნენ ათწლეულების განმავლობაში“, – დასძინა მან.

imedinews.ge

Share