Home » მსოფლიო » ტრამპი და პუტინი ერთმანეთს დღეს პირველად შეხვდებიან
ტრამპი და პუტინი ერთმანეთს დღეს პირველად შეხვდებიან

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს დღეს პირველად შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დღეს პირისპირ პირველად შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.

როგორც BBC წერს, ტრამპსა და პუტინს სურვილი აქვთ, აშშ-სა და რუსეთს შორის სირიისა და უკრაინის კრიზისის შედეგად დაზიანებული კავშირები ისევ აღდგეს.

დიდი ოცეულის სამიტამდე, ჰამბურგში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პოლიციის 76 ოფიცერი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ სამიტის პარალელურად საპროტესტო აქციები ისევ გაიმართება.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. რუსული მედიის ცნობით, აუდიენცია ერთ საათს გაგრძელდება, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრის ხანგრძლივობა 30 წუთი იქნება.

 

Share