Home » მსოფლიო » ტაივანის პასუხი – ანუ როგორ შეაჩერა ტაივანმა კორონავირუსის გავრცელება

ტაივანის პასუხი – ანუ როგორ შეაჩერა ტაივანმა კორონავირუსის გავრცელება

ტაივანმა,(დე-ფაქტო სუვერენული ქვეყანა, რომელსაც არ აღიარებს ჩინეთი და ქვეყნების უმრავლესობა) რომელიც ჩინეთიდან 130 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, კორონავირუსის გავრცელება შეაჩერა. დღევანდელი მონაცემებით, თითქმის 24 მილიონიან ქვეყანაში Covid19 ით დაინფიცირების 53 შემთხვევიდან 20 სრულად გამოჯანმრთელდა და მხოლოდ ერთი შემთხვევა დასრულდა ლეტალურად. 

საინტერესოა, როგორ მოახერხა ტაივანმა დაავადების გავრცელების თავიდან არიდება,მაშინ, როდესაც თვეში 5000 ზე მეტი ფრენა ხორციელდებოდა ჩინეთსა და ტაივანს შორის.  ტაივანი არ დასჯერდა მხოლოდ სასაზღვრო კონტროლს და შეიმუშავა უსაფრთხოების 124 პროტოკოლი.

ყველაფერი კი 31 დეკემბერს დაიწყო, მაშინ, როდესაც ჩინეთის საჯარო მოხელეებმა შეატყობინეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, ჩინეთში  დაფიქსირებული პნევმონიის შემთხვევების შესახებ. ამავე დღეს ტაივანის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა დაიწყეს უხანიდან ჩამოსული მგზავრების მონიტორინგი და სიმპტომების შემოწმება.

დაახლოებით ერთ კვირაში მთავრობამ დაიწყო იმ ადამიანების მონიტორინგი, რომლებიც 20 დეკემბრის შემდეგ ჩავიდნენ უხანიდან ტაივანში.

”სავარაუდო შემთხვევები გამოიკვლიეს 26 ვირუსზე, მათ შორის SARS და MERS-ზე”, – ნათქვამია სტენფორდის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის მიერ. ” მგზავრებს, რომლებსაც გამოუვლინდათ სიმპტომები გადავიდნენ თვითიზოლაციაში, საკუთარ სახლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ტაივანისა და ჩინეთის ურთიერთობა მეგობრული არ არის, იანვრის შუა რიცხვებში ტაივანმა ექსპერტთა გუნდი გაგზავნა ჩინეთში ფაქტების დასადგენად. თუმცა, როგროც კოლას იოტკამ განაცხადა ”მათ არ მოგვცეს უფლება გვენახა ის, რაც მათ არ უნდოდათ რომ გვცოდნოდა, მაგრამ ჩვენი ექსპერტები მიხვდნენ, რომ სიტუაცია არ იყო ოპტიმისტური.”  ამის შემდეგ მთავრობამ უფრო მეტად გააძლიერა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პროტოკოლი.

იანვრის ბოლოს, ტაიპეიმ (ტაივანის დედაქალაქი) შექმნა საყოველთაო ეპიდემიის მეთვალყურეობის ცენტრი, რომლის მიზანი იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა. 26 იანვარს ტაივანი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა ფრენები უხანიდან.

ამავე დროს, მთავრობამ აკრძალა სახის ნიღბების ექსპორტი და უზრუნველყო მისი ხელმისავწომობა – თითო ნიღბის საფასური შეადგენდა დაახლოებით 16 ცენტს.

თებერვლის ბოლოს, ტაიპეიმ გაანაწილა თითქმის 6.5 მილიონი ნიღაბი სასწავლო დაწესებულებებში, გარდა ამისა, დაარიგა 84,000 ლიტრი ხელის სანიტაიზერი და 25,000 შუბლის დისტანციური თერმომეტრი.

ინტენსიური ჯანმრთელობის მონიტორინგი დიდი მონაცემების საშუალებით და განმეორებითი ტესტირება

ტაივანის გამართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა, ნაწილობრივ არის SARS- ის 2003 წლის დაავადების შედეგი, რომლის შედეგადაც დაიღუპა 73 ადამიანი და დიდი ეკომონიკური ზარალი მიაყენა ქვეყანას.

2003 წლის ეპიდემიის შემდეგ, ტაივანმა აეროპორტებში ტემპერატურის საზომი მოწყობილობები დააყენა, ამან გაადვილა მოგზაურთა შეემოწმება COVID-19- ის მთავარ სიმტპომზე.

მოგზაურებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი მოგზაურობისა და ჯანმრთელობის ისტორიის შესახებ ანგარიში გაგზავნონ QR კოდით, რომელსაც მთავრობა იყენებს , მგზავრების რისკის შესაფასებლად.

”ადამიანებს, რომლებიც არ ყოფილან მაღალი რისკის მქონე ადგილებში, გაუგზავნეს ჯანმრთელობის დეკლარაცია SMS- ით, საიმიგრაციო მომსახურების სწრაფად გასავლელად”, ”ისინი, ვინც მაღალი რისკის მქონე რეგიონებში იმოგზაურა, გადავიდნენ თვითიზოლაციაში და კონტროლდებოდნენ მობილური ტელეფონების საშუალებით, იმის დასადგენად რომ ისინი არ არღვევდნენ კარანტინის პირობებს და არ ტოვებდნენ საცხოვრებელს.”  იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა კარანტინის პირობები ან მოხდება ინფორმაციის დამალვა სიმპტომების შესახებ, მათ ეკისრებათ დიდი ჯარიმა.

მაგალითად,მამაკაცი, რომელიც დაბრუნდა უხანიდან და არ შეატყობინა შესაბამის სამსახურს მისი სიმპტომების შესახებ, დაჯარიმდა 10 000 $. მოძიებულ იქნა ამ მამაკაცის კონტაქტები და ის ადამიანები მოექცნენ კარანტინში. პირველ ეტაპზე მათ ჩაუტარდათ ტესტი, თუმცა უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ განმეორებით უტარდებოდათ ტესტი, რათა არ გამოპარვოდათ ახალი შემთხვევები.

ტაივანის ჯანდაცვის სისტემა

ტაივანის მოსახლეობის 99% სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით. ”ტაივანის ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებში მოსახლეობას არ ეშინია საავადმყოფოში მისვლა. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ კორონავირუსი გაქვთ, თქვენ არ ინერვიულებთ იმაზე, რომ ფინანსურად ვერ გაწვდებით საავადმყოფოში მისვლას ტესტირებისთვის.” – განუცხადა მან NBC News- ს. ”შეგიძლიათ მიიღოთ უფასო ტესტირება, ხოლო თუ იძულებული ხართ იზოლირებული იყოთ, 14 დღის განმავლობაში, ჩვენ ვფარავთ თქვენი საკვების, ბინისა და სამედიცინო დახმარების საფასურს.”- განაცხადა კოლასმა

”ასე რომ, არავინ ეცდება აიცილოს თავიდან ექიმთან ვიზიტი, გადასახადების გამო,” – დაამატა მან.

 ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

კრიზისის დასაძლევად, ტაიპეიმ მოითხოვა ტელევიზიით და რადიოსადგურებით ყოველ საათში გავრცელდეს განცხადებები კორონავირუსის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია ვირუსის გავრცელების შესახებ, თავიდან აცილების გზებზე , ხელის დაბანის მნიშვნელობასა და ნიღბის ტარების საჭიროებასთან დაკავშირებით.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის გამჭირვალობითა და საკმარისი სამედიცინო ცოდნის შემთხვევაში შესაძლებელია შიშის შემცირება” – განაცხადა კოლასმა.

თავის მხრივ, მოქალაქეებმა გააძლიერეს უსაფრთხოების პრაქტიკა. სკოლის დირექტორმა ტუ ჩენ–იანგმა განაცხადა, რომ ეს განსაკუთრებით ჩანს სკოლებში. ”ჩვენი მშობლების 95% –ზე მეტი შვილებს სახლში უზომავს სიცხეს და სკოლას აცნობებს ბავშვების მოსვლამდე,” – თქვა ტუმ. ”იმისდა მიუხედავად, თუ რას აკეთებს მთავრობა, ხალხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე.” სასწავლო პროცესი ასე გამოიყურება:

საჯარო და კერძო კორპუსებში შესვლამდე მოწმდება ტემპერატურა, საცხოვრებელი კორპუსების ლიფტში ან ლიფტის გარეთ დააყენდა ხელის სანიტაიზერები.

ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის ჩართულობა და თითოეული ადამიანისგან რეკომენდაციების დაცვა. ტაივანის არსებითმა კოორდინაციამ და სწრაფმა მოქმედებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას.

მასალაზე მუშაობდა: სოფო მამიკონიანი

MARKETER.GE

გამოყენებულია NBC-ის და ტაივანის ადგილობრივი წყაროები.

Share