Home » საზოგადოება » სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს

ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვთ და ამავე დროს, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ.

„ამასთან, ყველა სტუდენტი, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს და ამავდროულად, სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადუხდელობის გამო შეუჩერდათ, მათაც სახელმწიფო ერთი წლის, 2020-2021 წლის საფასურს დაუკომპენსირებს.

ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს“,-  განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share