Home » ბიზნესი » სოსო ფხაკაძე – მთავარია ვიყოთ ძალიან პრაგმატულები, რამეთუ ბიზნესი უკიდურესი პრაგმატიზმით გამოირჩევა

სოსო ფხაკაძე – მთავარია ვიყოთ ძალიან პრაგმატულები, რამეთუ ბიზნესი უკიდურესი პრაგმატიზმით გამოირჩევა

„ხელისუფლებას წერტილი ამ გეგმაზე არ დაუსვამს, მეორე-მესამე დღესვე დაიწყო საუბარი უკვე პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე და ეს არის დისკურსიების საგანი“, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

ის გეგმას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული აღამასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნესწრეებს შორის მუდმივი თანამშრომლობის შედეგია.

„ჩვენ თითქმის ყოველდღე, პირადი შეხვედრების და „ზუმების“ გზით გვაქვს ამ პრობლემატიკაზე საუბარი. დღევანდელ დღეს მთავარია ვიყოთ ძალიან პრაგმატულები, რამეთუ ბიზნესი უკიდურესი პრაგმატიზმით გამოირჩევა და უნდა შევძლოთ ლიკვიდურობის მართვა. ფულის ნაკადები შემცირდა, ეს განსაკუთრებული პრობლემაა იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საერთოდ გაჩერდა და ფულის ნაკადები აღარ არსებობს, ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს რათა მათ შეძლონ ლიკვიდურობის მართვა“,-აცხადებს სოსო ფხაკაძე.

Share