Home » მსოფლიო » სომხეთში ხვალიდან მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი გაიხსნება

სომხეთში ხვალიდან მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი გაიხსნება

სომხეთში ხვალიდან მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი გაიხსნება.

„კოვიდ-19“- ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტიგრან ავინიანმა გასცა.

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში ვირუსის 2386 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 35 ადამიანი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სომხეთში ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ზე მეტი იყო.

ამ ეტაპზე სომხეთში სავაჭრო ცენტრები, სკოლა და უნივერსიტეტი დახურულია.

ჯერჯერობით კვლავ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

1tv.ge

Share