Home » ბიზნესი » სილქნეტი ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციას ფასიანს ხდის – თბილისში 120, რეგიონებში კი 100 ლარი

სილქნეტი ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციას ფასიანს ხდის – თბილისში 120, რეგიონებში კი 100 ლარი

სილქნეტი ახალი აბონენტებისთვის 2 თვის გადასახადს აუქმებს, თუმცა ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციას ფასიანს ხდის. ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაცია თბილისში 120 ლარი, ხოლო რეგიონებში 100 ლარი ეღირება. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზეა განთავსებული.

“სილქნეტი მომხმარებელს განახლებულ პირობებს სთავაზობს და ორი თვის სააბონენტო გადასახადს აუქმებს 

სილქნეტი, ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე, ოპერატიულად მიმართავს ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რათა მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სატელეკომუნიკაციო მომსახურება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პერიოდში. 

მიუხედევად იმისა, რომ ამ რთულ და საპასუხისმგებლო ვითარებაში, სილქნეტმა, ისევე, როგორც კომპანიების უმრავლესობამ, შეზღუდა გარკვეული მომსახურებები და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გრძელდება ოპერირება, კომპანია ინსტალაციებს არც ბოლო პერიოდში შეაჩერებს და აგრძელებს ახალი აბონენტების ქსელში ჩართვას  განახლებული პირობებით. 

ახალი აბონენტებისთვის გაუქმდება ორი თვის სააბონენტო გადასახადი. ეს შეღავათი შეეხება ქსელში ჩართვის პირველ და მეოთხე თვეებს, ხოლო ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციის საფასური იქნება: თბილისში – 120 ლარი, რეგიონებში – 100 ლარი. ასევე, აბონენტები, დამატებითი შეღავათის სახით, ადგილზე საჩუქრად  მიიღებენ ჯეოსელის სიმ ბარათებს და ჩაერთვებიან აქციაში „შენი ოთხეული“ – ჯეოსელის ოთხი ნომერი ერთმანეთთან უფასო საუბრით. 

რეგისტრაციისა და ინფორმაციისთვის მიმართეთ ცხელ ხაზს: 2 100 100
აქვე შეგახსენებთ, რომ კომპანიამ მიიღო განსაკუთრებული ზომები იმისათვის, რომ საინსტალაციო ჯგუფები აღჭურვილნი იყვნენ სრული პრევენციული ეკიპირებით, რაც უზრუნველყოფს როგორც მათ, ასევე მომხმარებლის უსაფრთხოებას”, – ნათქვამია ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Share