Home » ფინანსები » სიგარეტი ისევ გაძვირდა

სიგარეტი ისევ გაძვირდა

ზოგიერთი დასახელების სიგარეტი თვენახევარში უკვე მეორედ გაძვირდა. საუბარია, “ფილიპ მორისის” მიერ შემოტანილ ისეთ ბრენდებზე როგორიცაა: „Philip Morris-ი“, “პარლამენტი“, „Marlboro“, „L&M-ი“ და ა.შ. აღნიშნული პროდუქციის ფასი კიდევ 20 თეთრით გაიზარდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთ თამბაქოს ჯიხურში განუცხადეს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაძვირება ყველა დასახელების სიგარეტს შეეხება.

„თვენახევრის წინაც გაძვირდა Philip Morris-ის ბრენდის სიგარეტები 20 თეთრით და ახლაც ამდენითვე გაძვირდა. როგორც ვიცით, ყველა ბრენდი უნდა გაძვირდეს“,- აცხადებენ ჯიხურში.

ცნობისთვის, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ პროდუქტზე ფასი უკვე მეოთხედ გაიზარდა.

BPN.GE

Share