Home » საზოგადოება » სემეკი წყალმომარაგების სექტორში ქსელზე მიერთების საფასურს 100 ლარით ამცირებს

სემეკი წყალმომარაგების სექტორში ქსელზე მიერთების საფასურს 100 ლარით ამცირებს

 სემეკი წყალმომარაგების სექტორში ქსელზე მიერთების საფასურს ამცირებს.

გიორგი ფანგანი: „საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად შევიმუშავეთ პაკეტი, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური მცირდება”

 სემეკი განიხილავს პაკეტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასურის 100 ლარით შემცირებას გულისხმობს.
თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) საფასური იგივე რჩება, რაც განპირობებულია ქსელზე მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით. (ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვების საჭიროება და ა.შ).

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ქსელზე მიერთების ხელმისაწვდომობა რომ გაზრდილიყო, შევიმუშავეთ პაკეტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური მცირდება და 400 ლარი გახდება. აქამდე, მიერთების საფასური 500 ლარი იყო. ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების საფასური 2 წელზე განუწილვადოს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც საჭიროებენ დიდი დიამეტრის მილსადენებს. 100 და 150 მილიმეტრიან წყალარინების მილსადენებზე მიერთების აქამდე მოქმედ საფასურებს შორის დიდი სხვაობა იყო რაც რიგ შემთხვევებში სადავო ხდებოდა.


შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდა წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით. მაგალითისათვის 150 მმ წყალარინების მილის მიერთება თვითმმართველი ქალაქებისთვის 39%-ით მცირდება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის 57%-ით“, – განაცხადა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

Share