Home » მსოფლიო » საჯარო მოსამსახურეებს რუსეთში ელექტრონული ფულის დეკლარირება არ მოუწევთ
საჯარო მოსამსახურეებს რუსეთში ელექტრონული ფულის დეკლარირება არ მოუწევთ

საჯარო მოსამსახურეებს რუსეთში ელექტრონული ფულის დეკლარირება არ მოუწევთ

საჯარო მოსამსახურეებს რუსეთში ელექტრონული ფულის დეკლარირება არ მოუწევთ. შესაბამისი რეკომენდაცია ქვეყნის შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ამის გამო, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კრიპტოვალუტებში ქრთამის აღების ფაქტები გახშირდეს.

რუსული მედია-საშუალებები იხსენებენ, რომ სამმა უკრაინელმა დეპუტატმა შარშან, ქონებრივ დეკლარაციებში ბიტკოინები მიუთუთა, რომელთა ღირებულება იმ დროისთვის 50 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

რაც შეეხება საქართველოს, პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი ერთადერთია, რომელმაც დეკლარაციაში 15 ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფლობის შესახებ შესაბამისი მონაცემები ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანა. ნადირაშვილმა განმარტა, რომ კანონი ასეთ ვალდებულებას არ ითვალისწინებს, დეკლარაციაში ელექტრონული ფულის მითითება კი მისი პირადი სურვილი იყო.

Share