Home » ფინანსები » სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

„აუქციონში შვიდი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 167 650 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.530 პროცენტით, მაქსიმალური 8.730 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.668 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

Share