Home » ფინანსები » სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 94 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.1%-ით, მაქსიმალური 8.350%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.295%-ით განისაზღვრა.

Share