Home » ფინანსები » სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.

სებ-ის ინფორმაციით, 2020 წლის 11 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

უფრო კონკრეტულად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.840 პროცენტით, მაქსიმალური 8.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.890 პროცენტით განისაზღვრა.

Share