Home » ბიზნესი » საწვავი 5-6 თეთრით გაიაფდა
საწვავი 5-6 თეთრით გაიაფდა

საწვავი 5-6 თეთრით გაიაფდა

ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი 5-6 თეთრით არის შემცირებული. კერძოდ საწვავი გაიაფდა „ლუკოილისა“ და „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე.
20 ივნისის შემდეგ 5 თეთრით არის გაიაფებული ყველა ტიპის საწვავი „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. დღეის მდგომარეობით, „ევრო სუპერი“ – 2.24 ლარი ღირს; „პრემიუმ ავანგარდი“ – 2.14; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავის ფასი – 1.94 ლარი; ხოლო „ევრო დიზელის“ ღირებულება – 1.89 ლარია.

ფასები შემცირებულია ასევე „გალფის“ სადგურებზეც, სადაც 16 ივნისის შემდეგ საწვავი 5-6 თეთრით გაიაფდა. კერძოდ, „G-Force პრემიუმის“ ღირებულება 2.25-დან 2.19 ლარამდეა შემცირებული; „G-Force ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 5 თეთრით არის გაიაფებული და 2.11 ლარი ღირს; „ევრო რეგულარის ფასი – 2.02 ლარია, მაშინ როცა 16 ივნისის მდგომარეობით, 2.07 ღირდა; „G-Force ევრო დიზელის“ ფასი – 2.05 ლარიდან 1.99 ლარამდეა შემცირებული; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი კი 1.94 ლარი ღირს, მაშინ როცა 16 ივნისის მდგომარეობით მისი ღირებულება 1.99 ლარი იყო.

რაც შეეხება სხვა ბენზინგასამართ სადგურებს, „ვისოლის“ სადგურებზე „ეკო-სუპერი“ 2.40 ლარი ღირს; „ეკო-პრემიუმის“ ფასი – 2.28 ლარია; „ეკო -დიზელის“ ტიპის საწვავი – 2.15 ლარი ღირს; „ევრო-რეგულარის“ ღირებულება -2.09 ლარია; „ევრო-დიზელი“ -2.05 ლარი ღირს; „დიზელ-ენერჯის“ ფასი კი – 1.95 ლარია.

„რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე „სუპერის“ ტიპის საწვავი – 2.35 ლარი ღირს; „ევრო პრემიუმის“ ფასი – 2.20 ლარია; „ევრო რეგულარი“ – 1.99 ლარი ღირს; „efix ევრო დიზელის“ ფასი – 2.02 ლარი; ხოლო „ევრო დიზელი“ – 1.99 ლარი ღირს.

„სოკარის“ სადგურებზე დღეის მდგომარეობით „რეგულარი“ – 2.11 ლარი ღირს; „ევრო-რეგულარის“ ფასი – 2.01 ლარია; „სუპერის“ ტიპის საწვავი – 2.34 ლარი; „პრემიუმი“-2.21 ლარი ღირს; ევრო-დიზელის ფასი -2.02 ლარია; დიზელის (50ppm და მეტი) კი – 1.87 ლარია.

Share