Home » ახალი ამბები » „საქპატენტს“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს

„საქპატენტს“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველო სინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. „საქპატენტს“ მინდია დავითაძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე 4 წლის ვადით დაინიშნა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საჯარო სამართლის იურიდიულ პირი. კანონმდებლობის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას განსაზღვრავს.

მინდია დავითაძე აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.  საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობას კი ნიკოლოზ გოგილიძე იკავებდა.

დავითაძეს პროკურორობის გამოცდილებაც აქვს. ასევე იყო შსს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2019 წლის  ბოლოს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციით, 50 000 ლარზე მეტი ანაზღაურება აქვს მიღებული (2018 წელს). 

წყარო: GBC.GE

Share