Home » ფინანსები » საქართველო რუსეთს მოუწოდებს 1500 ქართველს 10 მილიონი ევროს კომპენსაცია გადაუხადოს

საქართველო რუსეთს მოუწოდებს 1500 ქართველს 10 მილიონი ევროს კომპენსაცია გადაუხადოს

საქართველო რუსეთს მოუწოდებს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეასრულოს. საუბარია რუსეთიდან გამოძევების გამო 1500 ეთნიკური ქართველისთვის კომპენსაციის გადახდაზე.

თანხის ოდენობა, დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 10 მილიონი ევროა.

2019 წლის 31 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

მაშინ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ რუსეთმა ეს თანხა დაზარალებულ ქართველებს 3 თვის ვადაში უნდა გადაუხადოს, თუმცა მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და რუსეთს დაკისრებული პასუხისმგებლობა არ შეუსრულებია. 

Share