Home » ბიზნესი » საქართველოში ჰესის შეძენით რამდენიმე უცხოური კომპანია დაინტერესდა

საქართველოში ჰესის შეძენით რამდენიმე უცხოური კომპანია დაინტერესდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, უცხოური კომპანიები საქართველოში ჰესის შეძენით არიან დაინტერესებული. ამის შესახებ ხიდურელმა ჟურნალისტებთან 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რა ხდება ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების კუთხით, ხიდურელი ასე პასუხობს: „საუბარი მიდის რამდენიმე უცხოური კომპანიის მხრიდან ჰესის შეძენაზე. სახელებს ვერ ვასახელებთ, თუმცა ვმუშაობთ“, – აღნიშნა ხიდურელმა.

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის წარდგენა გაიმართა.

Share