Home » ფინანსები » საქართველოში ყოველი 1000 მოქალაქედან 676-ს ბანკის ვალი აქვს
საქართველოში ყოველი 1000 მოქალაქედან 676-ს ბანკის ვალი აქვს

საქართველოში ყოველი 1000 მოქალაქედან 676-ს ბანკის ვალი აქვს

საერთაშოროსო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი (2015წ).

სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეშფოთებას გამოხატავდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ბანკის ვალის მომსახურებისათვის ყოველთვიურად. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.

ოფიციალური სტატისტიკით, ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალის მომსახურების მიზნით იხდის. 2017 წელს ბანკებმა ვერ დაბრუნებული კრედიტების სანაცვლოდ  162 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი და უძრავი ქონება დაისაკუთრეს.

Share