Home » ეკონომიკა » საქართველოში ყველაზე ნაკლები დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება

საქართველოში ყველაზე ნაკლები დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის კვარტლური ბიულეტენი გამოაქვეყნა. ბიულეტენში ასახულია ქვეყნის სოციალური, დემოგრაფიული და ეკონომიკური მაჩვენებლები.

მონაცემები წარმოდგენილია წლის, კვარტალის და ზოგიერთ შემთხვევაში, თვის პერიოდულობით.

“საქსტატის” გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის III კვარტლის მიხედვით, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე ნაკლები დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება, 2016 ადამინის ოდენობით.

რეგიონების მიხედვით დასაქმების ჭრილში საქართველოს დედაქალაქი, თბილისი ლიდერობს 446 453 დასაქმებულით, ხოლო მეორე ადგილზე აჭარის რეგიონია 67 457 დასაქმებულით.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share