Home » ეკონომიკა » საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან 160 161 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, ხოლო სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, პანდემიის გამო დაზარალდნენ, დასაქმების სააგენტოს ინფორმაციიით,  200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის 90 131 პირს. მაისის თვის 135 670 პირს, ივნისის –  118 058 პირს.  გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

„სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს დღის ბოლოს იწურება. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც მიეცათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564  უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ეკონომისტი, ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ რიცხვები არ ასახავს რეალობას. კრიტერიუმები იყო ცალსახად არასწორი, ამიტომაც ვერ დავინახავთ სურათს სინამდვილეში რამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი და რამდენით გაიზარდა უმუშევრობა. 

„ხელისუფლება უნდა წასულიყო გამორიცხვის მეთოდით და კომპენსაცია უნდა მიღო ყველას, ვისაც 40 000 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი, ასევე საჯარო მოხელეებიც არ უნდა მოხვედრილიყვნენ ამ სიაში. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი პოლიტიკა. ალხა კი რეალურად ვერ გაიზომა რამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, რამდენით მოიმატა უმუშევრობა ან დაეცა ცხოვრების დონე.

ამ ჩამონათვალს მიღმა მყოფი ადამიანებისათვის ის 1.4 მლრდ რომ გაენაწილებინათ შესამამის სეგმენტზე, თითოეულ ადამიანზე გამოვიდოდა 400 ლარის დახმარება. ასე არ გააკეთეს და ახლა ჩვენი მოქალაქეები აღმოჩნდნენ სიღარიბეში და ჩვენ ვერ ვეხმარებით მათ“, – განაცხადა ყიფიანმა.

გამოქვეყნებული ციფრები რომ რეალობას სრულად არ ასახავს, იზიარებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც. ექსპერტის ანალიზით, უმუშევრობის დონე პენდემიამ 12%-ით გაზარდა. 

,,რა თქმა უნდა, ეს ციფრი, ბევრად ნაკლებია იმაზე, თუ რამდენმა ადამიანმა შეავსო განაცხადი, რამდენს სსურდა და სჭირდებოდა კომპენსაცია. რაც შეეხება თავად მონაცემებს. 2019 წლის ბოლოსათვის,  დასაქმებული მოსახლოების სრული ოდენობა იყო 1.7 მლნ. ეს კი იმ კონტინგენტის 15%-ია, ხოლო ეკონომიკურად აქტიური  მოსახლეობის – 12 პროცენტი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ უმუშევრობის არსებულ დონეს 12% დაუმატა. ეს კი ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით უმუშევრობა, ორჯერ და მეტად გაიზარდა“, – განუცხადა “რეზონანსს” სტატისტიკოსმა. 

შეგახსენებთ, კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 31 ივლისს ამოიწურა.

წყარო: ,,რეზონანსი“

Share