Home » ფინანსები » საქართველოში საქონლის დროებით შემოტანა აღარ დაიბეგრება

საქართველოში საქონლის დროებით შემოტანა აღარ დაიბეგრება

საქართველოს მთავრობამ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებები დღგ-ის მარეგულირებელ ყველა დებულებას ეხება, რის გამოც კოდექსის VI კარი ახალი რედაქციით ყალიბდება.

მთავრობა ცვლილებების მომზადების მიზეზად ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ასახელებს.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტის თანახმად, დაბეგვრის ობიექტის ძირითადი პრინციპი შენარჩუნებულია და დასაბეგრ ოპერაციებად განიხილება – დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, მხოლოდ კომპენსაციის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება, აგრეთვე საქონლის იმპორტი.

ამასთან, მთავრობის ცნობით, დასაბეგრ ოპერაციად აღარ განიხილება საქონლის დროებით შემოტანა.

Share