Home » საზოგადოება » საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა.

Share