Home » საზოგადოება » საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

Share